„მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II-ის” ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტს  თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი, სამი ნაგავმზიდი და "პიკაპის" მარკის 3 სატვირთო მანქანა გადაეცა.

ახალი, 13 კუბური მეტრის ტევადობის ნაგავმზიდები,  დასუფთავების სამუშაოების ეფექტურ შესრულებას და მყარი ნარჩენების მართვის მაქსიმალურად გაუმჯობესებას ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს.

 

პროექტი -  „მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II-ის” , საქართველოს და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

 

ცნობისთვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს ,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ”, ,,მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონები" ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტს 350 კონტეინერი, ასევე,  სხვადასხვა ზომის 100 კონტეინერი, ქუჩის (მცირე ზომის) 249 ურნა და უნიფორმა გადასცა.

 

ამასთან, ვახტან გადელიას მერობის პერიოდში, მუნიციპალიტეტმა შეიძინა ახალი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი, 19 კუბური მეტრის ტევადობის ნაგავშემკრები მანქანა.

ინფორმაციას  სენაკის საზოგადოებრივი მომსახურების  ცენტრი ავრცელებს.