პოლონეთის ქალაქ ბიტომში არასრულწლოვანების მიმართ სექსუალური შევიწროების ბრალდებით 4 ქართველი დააკავეს,-იუწყება  პოლონური მედია .

მედიასაშუალების ცნობით, ხალხმა ბრალდებულებს წრე შემოარტყა და მათი დასჯა მოითხოვა. სამართალდამცველებს, შეხლა-შემოხლის ფონზე, კაცების დასაკავებლად, ცრემლსადენი გაზის გამოყენება მოუწიათ.

"ოთხმა ქართველმა კაცმა სექსუალურად შეავიწროვა 11-დან 13 წლამდე გოგონები, შეშფოთებული ხალხი ეჭვმიტანილებს თავს დაესხნენ. უსაფრთხოების ძალებმა კაცები აუზიდან გამოიყვანეს და პოლიცია გამოიძახეს. დაკავებული ქართველი კაცების ასაკი 18-დან 41 წლამდეა," - წერს მედია.