2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სამხრეთ აფრიკის გუნდის გამგზავრება გადაიდო, რადგან გუნდის ზოგიერთ წევრს ვიზა ამ დრომდე არ მიუღია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ი სამხრეთ აფრიკის სამაუწყებლო კორპორაციაზე დაყრდნობით წერს, რომ გუნდი ჩარტერული რეისით მექსიკის ქალაქ პაჩუკაში, საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე უნდა გამგზავრებულიყო, თუმცა რეისი განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.
მედიის ინფორმაციით, სამხრეთ აფრიკის ფეხბურთის ასოციაციის (SAFA) წარმომადგენლებმა კომენტარი არ გააკეთეს, თუმცა სპორტის მინისტრმა, გეიტონ მაკენზიმ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მომხდარი მკაცრად დაგმო.
"მგზავრობასთან და ვიზებთან დაკავშირებული გაურკვევლობა სამარცხვინოა და აშკარა უსამართლობაა მოთამაშეებისა და სამწვრთნელო შტაბის მიმართ. მე SAFA-ს ვაცნობე, რომ ანგარიში მჭირდება. ამ არეულობაში პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ ზომები უნდა იქნას მიღებული. ჩვენ სულელებად წარმოგვაჩენენ", - განაცხადა გეიტონ მაკენზიმ.
ცნობისთვის, სამხრეთ აფრიკის საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მატჩი მექსიკის წინააღმდეგ უნდა გამართოს. შეხვედრა 11 ივნისს, მეხიკოში გაიმართება.
