ახალ ზელანდიის სანაპიროსთან, კერმადეკის კუნძულებთან ახლოს ძლიერ მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 6.1 მაგნიტუდა შეადგინა.
მედიის ცნობით, ცუნამის ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) ცნობით, მიწისძვრა გრინვიჩის დროით 10:39 საათზე მოხდა, ეპიცენტრი კი კერმადეკის ვულკანური არქიპელაგის მახლობლად მდებარეობდა. სეისმური მოვლენა მნიშვნელოვან სიღრმეზე, დაახლოებით 184 კილომეტრზე მოხდა, რაც, როგორც წესი, ძლიერი ზედაპირული რყევებისა და ცუნამის წარმოქმნის ალბათობას ამცირებს.
