ალენ დელონის ვაჟი, კრისტიან აარონ ბულონი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა,-იუწყება  უცხოური მედია. ამავე ცნობით, იგი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც მედიაში გავრცელდა,  ალენ  დელონის ვაჟს ბოლო დროს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. მას „ჰემიპლეგიის“ დიაგნოზი დაუსვეს, რაც კუნთების სისუსტეს ნიშნავს. 

ირკვევა, რომ კრისტიანი გარდაცვლილი მომვლელმა ქალმა იპოვა, რომელსაც მასზე უნდა ეზრუნა, თუმცა,  როგორც აღმოჩნდა, ქალი სახლში რამდენიმე დღის განმავლობაში არ ყოფილა. მომვლელი უკვე დააკავეს. 

 

„მშვიდად განისვენე არი, ტრაგიკული ბედი, სევდა...“, - წერს სოციალურ ქსელში ალენ დელონის მეორე ვაჟი, ენტონი.