ულტრამემარჯვენე პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" მერცის განცხადებას, რომ პარტიის მიერ გამოყენებული ტერმინი "რემიგრაცია" ეთნიკური წმენდის სინონიმია, ცილისწამებას უწოდებს და აცხადებს, რომ მერციის მიმართ სამართლებერივი დევნა უნდა დაიწყოს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მერცმა თავისი განცხადებით კიდევ ერთხელ გადააჭარბა ზღვარს, რაც არა მხოლოდ AfD-ის ფრაქციის თითოეული ცალკეული წევრის წინააღმდეგ, არამედ საბოლოოდ, პოლიტიკური თვალსაზრისით, მილიონობით მოქალაქის წინააღმდეგაც იყო მიმართული.
"ფრიდრიხ მერცმა კიდევ ერთხელ გადააჭარბა ზღვარს თავისი გამოსვლით, ამჯერად კრიმინალური მანერით. მისი უსაფუძვლო და ამაზრზენი განცხადებები, რომლითაც ის ცდილობს ჩვენი საპარლამენტო ჯგუფისა და მისი თითოეული წევრის დისკრედიტაციას, სრულიად მიუღებელია და სისხლის სამართლებრივ დევნას გამოიწვევს.
იმის მტკიცება, რომ AfD-ის ფრაქცია, რომელიც მტკიცედ დგას ძირითადი კანონის საფუძველზე - მხარს უჭერს ეთნიკურ წმენდას, ანუ საბოლოო შედეგში ადამიანების გაძევებასა და მკვლელობებს, იმდენად აღმაშფოთებელია, რომ აქ მართლმსაჯულება უნდა ჩაერთოს.
კანცლერის ეს განცხადება არც იმუნიტეტით არის დაცული, რადგან, ჩვენი შეხედულებით, საქმე ეხება ცილისმწამებლურ შეურაცხყოფას, რომელიც მიმართულია არა მხოლოდ AfD-ის ფრაქციის თითოეული ცალკეული წევრის წინააღმდეგ, არამედ საბოლოოდ, პოლიტიკური თვალსაზრისით, მილიონობით მოქალაქის წინააღმდეგაც", - აღნიშნულია AfD-ის განცხადებაში რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ცნობისთვის, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა, გერმანიის ბუნდესტაგში ბიუჯეტის საკითხების განხილვის დროს, სიტყვით გამოსვლისას AfD-ი "რემიგრაციის“ ხელშეწყობაში დაადანაშაულა, რაც მისი თქმით, "სხვა არაფერია, თუ არა ეთნიკური წმენდა კანის ფერისა და წარმოშობის მიხედვით".
