შვეიცარიის ალპებში ტურისტული ავტობუსის ამობრუნებას რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც.
ბორტზე სულ 48 მგზავრი იმყოფებოდა - ყველა მათგანი ნიდერლანდების მოქალაქე.
დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის შესახებ ამ დრომდე დამატებით დეტალები ჯერ არ ვრცელდება. ავარიის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სამაშველო სამსახური.
