ირანის პარლამენტის თავმჯდომარე, მოჰამედ ბაგერ ღალიბაფი X-ზე აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა და დაწერა, რომ ამერიკელმა ხალხმა ომზე უარი თქვა.

"სინდისის კარნახით თუ ცხოვრების გაძვირების გამო - ამერიკელებმა ომს უთხრეს "არა" და ჩვენ ამ გზავნილს მხარს ვუჭერთ.

თუ აშშ-ის მთავრობა საკუთარი ხალხის ნებას უღალატებს და გარე ძალების და შანტაჟისტების ინტერესებს მოემსახურება, მაშინ გაიგებს, რომ ჩვენს "არას" კოშმარული შედეგები მოჰყვება", - წერს ღალიბაფი.