ფონიჭალის ტრაგედიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კაცი, რომლის სახლშიც აფეთქება მოხდა, კლინიკაში გარდაიცვალა.

31 წლის მამაკაცს სხვა დაზიანებებთან ერთად სხეულის 87 პროცენტის დამწვრობა აღენიშნებოდა და ის კლინიკაში 6 დღის განმავლობაში იმყოფებოდა.

რაც შეეხება აფეთქების შედეგად დაშავებულ 3 წლის თაიას, მან ინგოროყვას ​კლინიკა ცოტა ხნის წინ დატოვა.

შეგახსენებთ ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარ აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, 5 დაშავებული კი კლინიკებში გადაიყვანეს.