თურქეთის ცენტრალურ ნაწილში, ესქიშეჰირის პროვინციაში, სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად თურქეთის შეიარაღებული ძალების ხუთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ Reuters-ი თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.
მედიის ცნობით, სამინისტროს არ დაუკონკრეტებია, რამ გამოიწვია AS-532 ტიპის ვერტმფრენის ჩამოვარდნა. უწყების ინფორმაციით, საჰაერო ხომალდი სასწავლო ფრენას ასრულებდა.
