ახალი კვლევის თანახმად, 13 წლის და უფროსი ასაკის, დაახლოებით, 2.8 მილიონი ამერიკელი თავს ტრანსგენდერად მიიჩნევს - ამის შესახებ ინფორმაციას და კვლევიოს დეტალ;ურ შედეგებს nbcnews-ი აქვეყნებს.
ეს რიცხვი აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში აშშ-ის მოსახლეობის 1%-ს შეადგენს - ნათქვამია კალიფორნიის უნივერსიტეტის, ლოს-ანჯელესის სამართლის სკოლის უილიამსის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც ტრანსგენდერი მოსახლეობის რაოდენობას 2011 წლიდან აფასებს.
კვლევის თანახმად, ტრანსგენდერი ადამიანები, როგორც წესი, აშშ-ის მთლიან მოსახლეობასთან შედარებით უფრო ახალგაზრდები არიან. 13 წლის და უფროსი ასაკის ტრანსგენდერი ადამიანების 75%-ზე მეტი, 35 წლამდე ასაკისაა, იმავე ასაკობრივ ჯგუფში აშშ-ის მთლიანი მოსახლეობის 34%-ია.