არეულობა საბერძნეთის ქალაქ სალონიკში. პოლიციამ 18 ადამიანი დააკავა.

მედიის ინფორმაციით, გვიან ღამით კონცერტიდან მომავალი ახალგაზრდების ჯგუფი თავს დაესხა თურქეთის საკონსულოს დაცვის თანამშრომლებს - დაპირისპირება შეტაკებაში გადაიზარდა.

გაჩნდა ხანძარიც - დაზიანდა ექვსი ავტომობილი, ცეცხლი ეკიდა ნაგვის ურნებსაც.