აშშ-ში, ჯორჯიის შტატში, "ფორტ სტიუარტის"სამხედრო ბაზაზე მომხდარი სროლის შედეგად ხუთი ჯარისკაცი დაიჭრა.
მედიის ინფორმაციით, ჯარისკაცების ჭრილობების ხასიათი გაურკვეველია. არმიის ოფიციალური განცხადების თანახმად, ყველა მათგანი სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მსროლელი დაკავებულია და საზოგადოებისთვის საფრთხე არ არსებობს.
ფორტ სტიუარტ ჰანტერის არმიის აეროდრომის Facebook გვერდზე გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, სროლა ბაზის ტერიტორიაზე მოხდა, სადაც მე-2 ჯავშანსატანკო ბრიგადის საბრძოლო ჯგუფი იყო განლაგებული.
"სამართალდამცავებმა შესაძლო სროლის შესახებ შეტყობინებებზე რეაგირება დილის 10:56 საათზე მოახდინეს და რვა წუთის შემდეგ, ობიექტი ჩაიკეტა",- ნათქვამია განცხადებაში.