ტრამპი აცხადებს, რომ პუტინს ხვალამდე აქვს დრო, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დათანხმდეს.
თეთრი სახლის ლიდერის განმარტებით, პუტინთან შეხვედრის შედეგებზე იქნება დამოკიდებული, აამოქმედებს თუ არა დაანონსებულ სანქციებს რუსეთისთვის და მეორად ტარიფებს რუსეთის სავაჭრო პარტნიორებისთვის.
ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ, ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებამდე პუტინი ზელენსკის შეხვედრის პირობას არ აყენებს.