აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ყველაზე სავარაუდო ადგილი არაბთა გაერთიანებული საამიროებია.
ვლადიმერ პუტინმა, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან კრემლში შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს ადგილი ტრამპთან შესახვედრად "შესაფერისი ადგილი" იქნებოდა.
პუტინმა, უკრაინის პრეზიდენ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესაძლო შეხვედრაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეხვედრის წინააღმდეგი არ არის, თუმცა ამისათვის შესაბამისი პირობები უნდა დაკმაყოფილდეს.