აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ პარასკევს, ირანის დროშის ქვეშ მცურავ ორ ცარიელ ნავთობტანკერს ცეცხლი გაუხსნეს, რომლებიც, აშშ-ის ბლოკადის დარღვევას ცდილობდნენ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ სამხედროებმა, ოთხშაბათს, ირანის დროშის ქვეშ მცურავი კიდევ ერთი გემი მწყობრიდან გამოიყვანეს.
"სამივე გემი, ირანისკენ აღარ მიემართება", - განაცხადა ცენტრალურმა სარდლობამ.
