აშშ-ში, ძლიერი სიცივის გამო დაღუპულთა რიცხვი კვლავ იზრდება, რადგან სამხრეთის ზოგიერთ ნაწილში ძლიერი ზამთრის შტორმის შემდეგ ყინვები გაძლიერდა - ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
ტეხასიდან ტენესის შტატამდე, საგანგებო სამსახურები კვლავ მუშაობენ ელექტროენერგიის აღდგენისთვის. მედიის ცნობით, ჩრდილო-აღმოსავლეთ ქარიშხალი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს ემუქრება, რაც კიდევ ერთ არქტიკულ სიცივეზე და ქარბუქზე მიუთითებს.
abcnews-ი წერს, რომ რამდენიმე შტატში, ამინდის გაუარესების გამო, სულ მცირე 85 ადამიანი დაიღუპა.
"ამინდთან დაკავშირებული სიკვდილიანობა სხვა მიზეზებთან ერთად ჰიპოთერმიას, ნახშირჟანგით სავარაუდო მოწამვლას და ავტომობილების, ციგებისა და თოვლის საწმენდი მანქანების მონაწილეობით მომხდარ ავარიებს უკავშირდება", - წერს ამერიკული მედია.
