ტრამპი ირანს დარტყმებით ემუქრება. აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყნის საზღვრებთან ამერიკული ფლოტილიის ორი არმადა განთავსდა. თუ თეირანი არ დათანხმდება ბირთვულ შეთანხმებას და დაკავებული დემონსტრანტების სიკვდილით დასჯას დაიწყებს, აშშ დარტყმებს განახორციელებს.
ირანი კი აცხადებს, რომ მოლაპარაკებებისთვის მზად არის და ნებისმიერ აგრესიას პასუხს გასცემს.
CNN-ის მონაცემებით, თეთრი სახლი თეირანზე ზეწოლის რამდენიმე ვარიანტს განიხილავს, მათ შორის, იერიშების განხორციელებას ქვეყნის ხელმძღვანელობაზე და ძალოვანი უწყებების იმ წარმომადგენლებზე, ვინც პროტესტის დროს მოქალაქეების მკვლელობაზეა პასუხისმგებელი.
მუშავდება ბირთვულ ობიექტებზე და სახელმწიფო უწყებების შენობებზე დარტყმაც.
