ჰუმანოიდი რობოტების მწარმოებელმა უმსხვილესმა ჩინურმა კომპანია UBTech-მა განაცხადა, რომ მისი უახლესი მანქანები, საუკეთესო შემთხვევაში, ადამიანებზე ორჯერ უარესად მუშაობენ, რაც ხაზს უსვამს მათი გამოყენების სირთულეებს მუშახელის დეფიციტის მოსაგვარებლად და პროდუქტიულობის გასაუმჯობესებლად. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

ამჟამად, ისინი მხოლოდ მარტივი ამოცანებისთვის გამოიყენება, როგორიცაა ობიექტების გადაადგილება და ხარისხის კონტროლი.

მაგრამ ამას შეკვეთებისთვის ხელი არ შეუშლია. UBTech-ის რობოტებს ავტომწარმოებელი გიგანტური კომპანიები უკვე ტესტავენ. ცოტა ხნის წინ, კომპანიამ ხელი მოაწერა Airbus-თან შეთანხმებას.

მედიის ცნობით, კომპანია 2026 წელს 10 000 რობოტის წარმოებას გეგმავს. ისინი 80%-იანი ეფექტურობის მიღწევას 2027 წლამდე არ ვარაუდობს.