"კარგი სიგნალი ის არის, რომ ვხედავთ, რომ თავად მეწარმეების მხრიდან არის განწყობა, რომ მართლაც რაღაც არ არის სწორედ ჩვენს სისტემაში და იმ ფასებში, რომელსაც ჩვენ დახლებზე ვხედავთ", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საუბრობს.

საკოორდინაციო კომისია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით დღეს ნავთობკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრა 1 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაშია დაგეგმილი.

"ჩვენი სურვილია, ბატონმა შოთა ბერეკაშვილმა უხელმძღვანელოს ამ კომისიას. ფრაქციის წინადადებაა, რომ 14 კაციანი კომისია იყოს, სადაც 7 იქნება "ქართული ოცნებიდან", 3 "ხალხის ძალიდან", 3 "საქართველოსთვის" ფრაქციიდან, ერთი "ევროსოცებიდან". ჩვენ სამშაბათს შევქმნით კომისიას, შემდეგ არის პროცედურული საკითხები, პირველი სხდომა და ა.შ. რაც ვფიქრობ, რომ ოთხშაბათს მოესწრება. ასე, რომ ამ გრაფიკს თუ მივყვებით, ხუთშაბათიდან უკვე შეძლებს კომისია სრულფასოვნად მუშაობის დაწყებას. ის მიგნებები, რაც სამთავრობო კომისიაში იქნება, ვთხოვთ რომ გაგვიზიარონ. კარგი სიგნალი ის არის, რომ ვხედავთ, რომ თავად მეწარმეების მხრიდან არის განწყობა, რომ მართლაც რაღაც არ არის სწორედ ჩვენს სისტემაში და იმ ფასებში, რომელსაც ჩვენ დახლებზე ვხედავთ. სად არის გამოწვევები, სად არის ხარვეზები მთლიან ამ ჯაჭვში, რომელიც საბოლოო ჯამში, დახლზე ფასად გადაიქცევა. ამას შევისწავლით ზუსტად და საზოგადოებასთან ერთად ვნახავთ, სად რა არის შესაძლებელი," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.