სამხრეთ-აღმოსავლეთ ავსტრალიაში გაჩენილი ტყის ხანძრების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 300 სახლი განადგურდა.

BBC-ის ინფორმაციით, ხანძარი რამდენიმე დღეა მძვინვარებს ქვეყნის მასშტაბით ათობით ადგილას, ძირითადად ვიქტორიას შტატში, ასევე ახალ სამხრეთ უელსში, რამაც გაანადგურა ტერიტორია, რომელიც თითქმის ორჯერ აღემატება დიდი ლონდონის ფართს.

ვიქტორიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, სადაც ათასობით მეხანძრე და 70-ზე მეტი თვითმფრინავი ებრძვის ხანძარს. ათზე მეტი თემის მაცხოვრებლებს სახლების დატოვება ურჩიეს.

ხელისუფლება შიშობს, რომ ხანძარი, რომელიც უკიდურესად ცხელი, მშრალი და ქარიანი ამინდით არის გამწვავებული, შეიძლება კვირების განმავლობაში გაგრძელდეს.