9 იანვარს, კიევის ათასობით სახლი გათბობის გარეშე დარჩა, დაფიქსირდა ელექტროენერგიის ფართომასშტაბიანი გათიშვა. კიევის მერი ვიტალი კლიჩკო მოსახლეობას მოუწოდებს, ვისაც შესაძლებლობა აქვს, ქალაქგარეთ გავიდნენ, სადაც ელექტროენერგიისა და გათბობის ალტერნატიული წყაროებია ხელმისაწვდომი.
ამის შესახებ ინფორმაციას RBC-Ukraine-ა ვიტალი კლიჩკოს Telegram-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
კლიჩკოს თქმით, ქალაქის სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, თუმცა დასძინა, რომ უახლოეს დღეებში ამინდის პირობები რთული იქნება.
"მოვუწოდებ დედაქალაქის მაცხოვრებლებს, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა, დროებით დატოვონ ქალაქი, სადაც არის ელექტროენერგიისა და გათბობის ალტერნატიული წყაროები, გააკეთეთ ეს", - ნათქვამია კლიჩკოს განცხადებაში.
