გერმანიაში, რაინლანდ-პფალცში, ბავშვებმა საფეხბურთო მოედანთან ახლოს ადამიანის თავის ქალა იპოვეს. Bild-ის ინფორმაციით, ბავშვები ფეხბურთს თამაშობდნენ, როდესაც ბურთი ბუჩქებში გადავარდა და მის ასაღებად მისულმა ერთ-ერთმა ბავშვმა თავის ქალა იპოვა.

მედიის ცნობით, ბავშვებმა აღმოჩენის შესახებ მშობლებს უთხრეს, რომლებმაც ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. მათივე ინფორმაციით, ადგილზე მისულმა პოლიციელებმა, ადამიანის ჩონჩხის სხვა ნაწილებიც იპოვეს.

ამჟამად პოლიცია ჩონჩხის წარმოშობას იძიებს.

"ეს სერიოზული დანაშაულია თუ დაკარგული ადამიანის საქმე, მხოლოდ რამდენიმე კვირაში გაირკვევა, როდესაც გამოძიება დასრულდება", - განაცხადა პოლიციამ.