სამხედრო წვრთნების ფარგლებში, ჩინეთმა ტაივანის მიმართულებით რაკეტები გაუშვა. ინფორმაციას ამის შესახებ "როიტერსი" ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ჩინეთის სამხედრო წვრთნები ბოლო პერიოდის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურია. წვრთნების მეორე დღეს ჩინეთმა, ბომბდამშენებთან და სამხედრო გემებთან ერთად, ახალი უნივერსალური სადესანტო ხომალდები განალაგა.
ტაივანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩინეთის წვრთნები არ შეესაბამება პასუხისმგებლობიანი დიდი სახელმწიფოსგან მოსალოდნელ ქცევას.
