ბაქოში გამართულ აქციებზე 37 ადამიანი დააკავეს. დემონსტრანტები სკოლებში ჰიჯაბის ტარების აკრძალვას აპროტესტებენ.

აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აქციის მონაწილეებმა დაწვეს ერთ-ერთი სკოლის დირექტორის მანქანა. ცდილობდნენ ხანძრის გაჩენას სასწავლო დაწესებულებაში.

პროტესტის ფონზე ქვეყანაში შეიზღუდა წვდომა სოციალურ ქსელებზე "ტიკტოკზე" და "ინსტაგრამზე". აზერბაიჯანის მთავრობის გადაწყვეტილებით, სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის რელიგიური სამოსის ტარება აიკრძალა.