ბერლინში ირანელი ხალხის მხარდამჭერი დემონსტრაცია გაიმართა. პოლიციის ცნობით, გერმანიის დედაქალაქში დაახლოებით 10 000 ადამიანი თეირანის ავტორიტარული მთავრობის გასაპროტესტებლად და რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ირანელი ხალხისადმი სოლიდარობის გამოსახატავად შეიკრიბა.

პოლიციამ განაცხადა, რომ დემონსტრაცია მშვიდობიანი იყო და აქციაზე დაახლოებით 380 სამართალდამცველი იყო მობილიზებული.