თურქეთში, ერზინჯანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 4.9 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
ერზინჯანის მერის ბეკირ აქსუნის თქმით, მიწისძვრის შედეგად არავინ დაშავებულა და ბიძგებს არც მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი გამოუწვევია.
თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და სტიქიური კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 14:16 საათზე, 4.52 კილომეტრი სიღრმე მოხდა.
