ზამთრის ოლიმპიური თამაშების პარალელურად, მილანში საპროტესტო აქციაზე 3 000 ადამიანი იმყოფებოდა. დემონსტრანტები ადგილზე ბანერებით მივიდნენ და ოლიმპიური თამაშების შედეგად გარემოსთვის მიყენებულ ზიანს აპროტესტებდნენ.
აქციის მონაწილეთა ერთი ჯგუფი სამართალდამცველებს პიროტექნიკასა და ქვებს ესროდა. პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა.
