მეცნიერებმა, რომელიც არგენტინაში ზღვის ღრმაწყლოვან არსებებს აკვირდებიან, წლების შემდეგ პირველად, იშვიათი "მედუზა მოჩვენება" აღმოაჩინეს და მისი გადაღებაც შეძლეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, Stygiomedusa gigantea, უფრო ცნობილი, როგორც "გიგანტური მოჩვენება მედუზა", სამხრეთ ატლანტიკაში, 250 მეტრის სიღრმეზე დააფიქსირეს.
შმიდტის ოკეანოგრაფიული ინსტიტუტის მეცნიერებმა, გადაიღეს არსება, რომლის დიამეტრი 1 მეტრს აღწევს, საცეცები კი 10 მეტრამდე სიგრძის აქვს. ინსტიტუტის ინფორმაციით, მედუზის ოთხი საცეცი, რომლებიც გრძელ ვარდისფერ ლენტებს წააგავს, არ იკბინება. მათივე ცნობით, მედუზა საცეცებს თევზისა და პლანქტონის დასაჭერად იყენებს.
BBC წერს, რომ ჯგუფმა ასევე აღმოაჩინა 28 პოტენციური ახალი სახეობა, მათ შორის მარჯნები, ზღვის ზღარბი და ზღვის ანემონები.
