ინდოეთში სადღესასწაულო ფესტივალი ტრაგიკულად დასრულდა. ფარიდაბადის შტატის ქალაქ სურაჯკუნდში გამართულ საერთაშორისო ხელნაკეთი ნივთების ბაზრობაზე ატრაქციონი ჩამოინგრა, რის შედეგადაც ერთი პირი დაიღუპა და 12 დაშავდა.

მედიის ცნობით, დაღუპული პოლიციელია, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.

მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ უზარმაზარ საქანელას საყრდენი დაუზიანდა და სრული სისწრაფით ძირს, ადამიანებთან ერთად დაეცა.

ატრაქციონის ჩამოვარდნის საქმეზე დაწყებულია გამოძიება.