ჯორჯია მელონის მთავრობამ საარჩევნო სისტემის რეფორმის პროექტი წარადგინა, რომელიც მმართველ კოალიციას მომავალ არჩევნებზე სტაბილური უმრავლესობის მოპოვებას გაუადვილებს, - ინფორმაციას ''ბლუმბერგი'' ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ცვლილებების მიხედვით, თუ გამარჯვებულ კოალიციას არჩევნებში ხმების 42%-ზე მეტი ექნება, პარლამენტში დამატებით მანდატებს მიიღებს, რაც მას მყარი საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირების შესაძლებლობას მისცემს.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს, რომ პარტიებმა და კოალიციებმა საარჩევნო სიების წარდგენის დროს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატიც ოფიციალურად დაასახელონ, რაც მთავრობის მეთაურის პოზიციას კიდევ უფრო გააძლიერებს. ახლა კანონპროექტი პარლამენტის ორივე პალატამ უნდა დაამტკიცოს.
