"2016 წლიდან 2022 წლამდე ნატოს ყველა მნიშვნელოვან შეხვედრას ვესწრებოდი და არ არსებობდა უმცირესი შანსიც კი, რომ უკრაინა ნატოს წევრი გამხდარიყო," - ამის შესახებ ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.
მისი განმარტებით, უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ ნებისმიერ წინადადებას შეერთებული შტატები, გერმანია, საფრანგეთი და სხვა სახელმწიფოები ვეტოს დაადებდნენ. "ნებისმიერ ასეთ წინადადებას [უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე] დაუყოვნებლივ ვეტოს დაადებდა საფრანგეთი, გერმანია, აშშ და მრავალი სხვა ქვეყანა. ეს იქნებოდა ერთსულოვანი, სრული უარყოფა", - აღნიშნა ბორის ჯონსონმა ნორვეგიაში, ჰოლბერგის ყოველწლიურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას.
