აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინაში, სტეიტსვილის რეგიონულ აეროპორტში, კერძო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.

CNN-ის ინფორმაციით, თვითმფრინავი აეროპორტში დაშვების დროს ჩამოვარდა. დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ჯერ კიდევ უცნობია.

გამოძიებას, ფედერალური ავიაციის ადმინისტრაცია (FAA) და ეროვნული სატრანსპორტო უსაფრთხოების საბჭო (NTSB) ატარებს.