საფრანგეთში, ყოფილ ანესთეზიოლოგს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა 30 პაციენტის განზრახ მოწამვლისთვის, რომელთაგან 12 გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ბეზანსონის სასამართლომ, ფრედერიკ პეშიე დამნაშავედ ცნო საინფუზიო პარკების, გულის გაჩერების ან სისხლდენის გამომწვევი ნივთიერებებით დაბინძურებაში.

მისი ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი 4 წლის ბავშვი იყო, რომელსაც 2016 წელს, რუტინული ტონზილექტომიის დროს გული ორჯერ გაუჩერდა. ყველაზე უფროსი მსხვერპლი 89 წლის იყო.

"თქვენ ხართ დოქტორი სიკვდილი, მომწამვლელი, მკვლელი. თქვენ ყველა ექიმს ამცირებთ. თქვენ ეს კლინიკა სასაფლაოდ აქციეთ", - მიმართეს პროკურორებმა ექიმს.

პესიეს წინააღმდეგ გამოძიება პირველად რვა წლის წინ დაიწყო, როდესაც ის 2008-დან 2017 წლამდე, ბეზანსონის ორ კლინიკაში პაციენტების მოწამვლაში გახდა ეჭვმიტანილი.