ინდოეთის ქალაქ ჯარხანდში, 42 სპილოსგან შემდგარი ჯოგი სოფლის მცხოვრებლებს დაესხა თავს, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც.

მედიის ინფორმაციით, სპილოების თავდასხმის საფრთხე კვლავ არსებობს, რადგან რეგიონში ჯოგი ისევ აქტიურია. ადგილზე დამატებით სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები არიან გაგზავნილნი.

პირველი თავდასხმა 16 დეკემბრის საღამოს მოხდა. თვითმხილველების თქმით, ადგილობრივი მაცხოვრებლები გზასთან ახლოს გაჩერებულ სპილოების ჯოგს მიუახლოვდნენ, რათა მათთან ფოტო გადაეღოთ. ერთ-ერთმა სპილომ, 33 წლის მამაკაცი დაიჭირა და გათელა, რომელიც ძალიან ახლოს მივიდა მასთან.

იმავე ღამით, იგივე ჯოგიო სხვა სოფელში შევიდა. სპილოების ხმაურით შეშინებულმა მოსახლეობამ სახლებიდან გაქცევა დაიწყო. ქაოსში სპილოებმა 40 და 45 წლის ორი ქალი გათელეს. დაღუპულია 35 წლის მოტოციკლისტიც, რომელსაც ასევე სპილოები დაესხნენ თავს.