ბრაზილიელმა მოთხილამურემ, ლუკას პინეირო ბრაათენმა, შაბათს, ოლიმპიურ გიგანტურ სლალომში ძლიერი ფინალური გარბენით მეტოქეებს გამარჯვება წაართვა და ოქროს მედალი მოიპოვა.

cbsnews-ის ცნობით, ის პირველი სამხრეთ ამერიკელი სპორტსმენი გახდა, რომელმაც ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მედალი მოიგო.

თოვლსა და ნისლში 25 წლის პინეირო ბრაათენი, სტელვიოს ტრასის ტექნიკურად რთული მონაკვეთის გავლისას სიმშვიდესა და თავშეკავებას ინარჩუნებდა. თავისი პოზიციის - პირველი ნომრის დანახვისთანავე, ის მიწაზე დაეცა და ყვირილი დაიწყო - წერს უცხოური პრესა.