სოციალურმა ქსელმა X-მა მუშაობა შეწყვიტა, როგორც independent-ი წერს, გამორთვის მიზეზი, სავარაუდოდ გლობალური შეფერხებაა.

ვებსაიტი, რომელიც ადრე Twitter-ის სახელით იყო ცნობილი, არ იტვირთება. ხარვეზია როგორც მობილურ აპლიკაციაში, ასევე ვებ ვერსიაში.

მედიის ცნობით, კომპანიას ხარვეზის მიზეზი ან აღდგენის ვადები არ დაუკონკრეტებია.