ჩინეთის აღმოსავლეთით, ახალი წლის წინა დღეს, ფეიერვერკების მაღაზიაში მომხდარი აფეთქებისა და ხანძრის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, ორმა კი მსუბუქი დამწვრობა მიიღო - განაცხადეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

cbsnews-ის ინფორმაციით, კვირას, შუადღისას, ძიანგსუს პროვინციის ერთ-ერთ სოფელში აფეთქება მოხდა მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა მცხოვრებმა მაღაზიასთან ახლოს არასწორად ააფეთქა ფეიერვერკი, ნათქვამია დონჰაის ოლქის მთავრობის განცხადებაში. დამატებითი დეტალები არ გახმაურებულა.

მთვარის კალენდრის მიხედვით, შუაღამისას ფეიერვერკის დანთება ჩინეთში ტრადიციაა, თუმცა ბოლო წლებში ფეიერვერკი ბევრ ადგილას აიკრძალა, სულ მცირე, ნაწილობრივ მაინც, რაც ჰაერის დაბინძურებით არის გამოწვეული. აქვე შეგახსენებთ, ჩინეთში ახალი წლის დადგომას 17 თებერვალს აღნიშნავენ.