მიჩიგანის ტბაში, თითქმის 150 წლის წინ, შტორმის დროს ჩაძირული ორთქლმავალი გემი აღმოაჩინეს. ამის შესახებ მკვლევრებმა გასულ კვირას განაცხადეს, რითაც თითქმის 60 წლის წინ დაწყებული ძებნა დაასრულეს, - იუწყება cbsnews-ი.
Shipwreck World-ის ჯგუფმა, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩაძირული გემების ძიებით არის დაკავებული, პარასკევს განაცხადა, რომ ილინოისელი ჩაძირული გემების მაძიებლის, პოლ ერონის ხელმძღვანელობით ჯგუფმა Lac La Belle-ის ნამსხვრევები 2022 წლის ოქტომბერში აღმოაჩინა. გემი ვისკონსინის შტატის ქალაქ რასინსა და კენოშას შორის, დაახლოებით 20 მილის დაშორებით იპოვეს.
ერონმა, რომლის ინტერესიც Lac La Belle-ის მიმართ ათწლეულების წინ დაიწყო განაცხადა, რომ აღმოჩენის შესახებ განცხადება გადაიდო, რადგან გუნდს გამოფენაში გემის 3D ვიდეო მოდელის გამოყენება სურდა, მაგრამ, ცუდი ამინდისა და სხვა ვალდებულებების გამო, მის მყვინთავთა ჯგუფს ჩაძირულ გემზე დაბრუნება გასულ ზაფხულამდე არ შეეძლო.
