ჩემპიონთა ლიგის ფინალში "პარი სენ-ჟერმენის" (PSG) გამარჯვების შემდეგ, მთელს საფრანგეთში, ფეხბურთის გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის არაერთი შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც 400-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიის ცნობით, არეულობის ჩასახშობად, რომელმაც პარიზში ავტობუსებისა და მატარებლების მიმოსვლის შეფერხება გამოიწვია, ათასობით პოლიციელი იყო ჩართული.
არეულობის დროს, ფეხბურთის გულშემატკივრებმა ფეიერვერკები და სასიგნალო რაკეტები გაუშვეს, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. პოლიციამ ქალაქის ცენტრში შეკრებილი ხალხის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
ცნობისთვის, ეს ჩემპიონთა ლიგაზე "პარი სენ-ჟერმენის" ზედიზედ მეორე გამარჯვებაა. 2025 წელსაც, გუნდის გამარჯვების აღნიშვნა არეულობით დასრულდა, რასაც 2 ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა.
