ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ თეირანში ჩინეთის ერთი მოქალაქე დაიღუპა და ირანიდან 3000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ისრაელმა ქვეყანაზე შეტევა დაიწყეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
პრესმდივან მაო ნინგის განცხადებით, კონფლიქტით დაზარალებული ჩინეთის მოქალაქეების დასახმარებლად მეზობელ ქვეყნებში ჩინეთის საელჩოები და საკონსულოები ჩაერთნენ.
