ჩინეთის დასავლეთ ნაწილში, განსუს პროვინციაში, მეწყრის ჩამოწოლის შედეგად, სულ მცირე 16 ადამიანი ამ დრომდე მიწის მასის ქვეშ არის მოქცეული. ინფორმაციას aljazeera ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, თავდაპირველად, ნაშალი მასის ქვეშ 33 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან 17 "წარმატებით გადაარჩინეს".

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად მასშტაბური სამაშველო ოპერაციების დაწყების ბრძანება გასცა.

როგორც მედია წერს, ამ დროისთვის, მეწყრის ჩამოწოლის ოფიციალური მიზეზი დაუდგენელია, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ კვირაში, ჩინეთს ძლიერი წვიმები დაატყდა თავს.

aljazeera ჩინეთის საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ორშაბათს საღამოს, ჰუბეის ცენტრალური პროვინციის აღმოსავლეთ ნაწილში, უამინდობის შედეგად სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა. ერთი ადამიანი კი დაკარგულად ითვლება.