ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3 535-მდე გაიზარდა. კატასტროფიდან თითქმის ორი კვირის შემდეგ, მაშველები ნანგრევებში სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს განაგრძობენ.
ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად თითქმის 17 000 ადამიანი დაშავდა, 6 500 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, 30 000-ზე მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
24 ივნისს, ერთწუთიანი ინტერვალით, ქვეყანაში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. დაზიანდა 850-ზე მეტი შენობა.
