ირანის რევოლუციური გვარდიის წევრებმა, ორშაბათს საღამოს, ჰორმუზის სრუტეში გამავალ სავაჭრო გემებს სულ მცირე ორი რაკეტა ესროლეს - ინფორმაციას Reuters-ი Axios-ზე დაყრდნობით იტყობინება.
მედია აშშ-ის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ ორ კომერციულ გემს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, თუმცა შემთხვებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ცალკე, ბრიტანეთის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტომ განაცხადა, რომ ომანის ქალაქ ლიმას აღმოსავლეთით, უცნობი რაკეტის მოხვედრის შედეგად, ტანკერს ცეცხლი გაუჩნდა. მათივე ცნობით, მსხვერპლის ან გარემოსთვის მიყენებული ზიანის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
