ირანში სამხედრო ოპერაციების მესამე დღე - ირანის "წითელი ნახევარმთვარის" ინფორმაციით, აშშ-ისრაელის იერიშების შედეგად დაღუპულია 555 ადამიანი. დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა 131 ქალაქი. შტატების ცენტრალური სარდლობაში აცხადებენ, რომ მათი ძალები გაბედულ ზომებს იღებენ ირანის რეჟიმის მხრიდან მომდინარე გარდაუვალი საფრთხეების აღმოსაფხვრელად.
ვრცელდება ოპერაცია "ეპიკური მრისხანების" ამსახველი ვიდეო კადრებიც. საპასუხო იერიშებს ახორციელებს ირანი. დუბაიში, აბუ დაბიში, დოჰასა და ბაჰრეინში აფეთქებების ხმა დღესაც ისმოდა.
"ჩვენ მზად ვიყავით ირანის რეჟიმის წინააღმდეგ ამ ბრძოლისთვის და მე მჯერა, რომ ამ რეჟიმის დამხობა შესაძლებელია. ამ ბრძოლაში მე ერთადერთი მისია მაქვს - ქვეყანა იმ ეტაპამდე მივიყვანო, რომ ადამიანებს არჩევანის გაკეთება შეეძლოთ. მე მხოლოდ გარდამავალ პერიოდში დავეხმარები ჩემს ქვეყანას", - აცხადებს რეზა ფეჰლევი.
