უკიდურესად დაიძაბა ვითარება ახლო აღმოსავლეთში. შტატებმა ირანის მიმართულებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში პირველი დარტყმა განახორციელა. ამერიკელმა სამხედროებმა ჰორმუზის სრუტეში, კუნძულ ლარაკზე, ირანის ორი სარაკეტო დანადგარი გაანადგურეს.

ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ირანი სტრატეგიულ სავაჭრო დერეფანში საზღვაო ნაღმების განთავსებას გეგმავდა. მედია წერს, რომ, საპასუხოდ, ირანმა იორდანიაში მდებარე ორ ამერიკულ სამხედრო ბაზას დაარტყა.

"მათ მძიმე დარტყმა მიიღეს. ჩვენ ეს საფრთხე დროებით გადავავადეთ, თუმცა მათ კვლავ აქვთ განზრახვა - და მოდით, პირდაპირ ვთქვათ, ეს დანამდვილებით ვიცით - განაახლონ ბირთვული პროგრამა და ატომური ბომბები შექმნან. ვის წინააღმდეგ გამოიყენებენ ამ ბომბებს? პირველ რიგში - ჩვენს წინააღმდეგ. შესაბამისად, საფრთხე არსად გამქრალა. ჩემი მთავრობის პირობებში, მათ ერთხელ უკვე მოვუსპე ამის შესაძლებლობა და ასე გავაკეთებ მომავალშიც, სანამ პრემიერ-მინისტრის პოსტს ვიკავებ. ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.