სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ, რობერტ ფიცოს თვითმფრინავი ბრიუსელის აეროპორტში სერიოზულად დაზიანდა. როგორც მედია იუწყება, თვითმფრინავს ტრაპის მანქანა შეეჯახა.

"ის ფრენისთვის ვარგისი აღარ არის. აქ უნდა დავტოვოთ", - დაწერა ფიცომ სოციალურ ქსელში.

ასევე რობერტ ფიცო ბრიუსელში შეკრების პირველ დღეს, დღის ბოლოს X-ზე კიდევ ერთი სტატუსით გამოეხმაურა: "დაზიანებული თვითმფრინავი და ევროკავშირის გაფართოების საკამათო სამიტი, რომელსაც სერბეთის პრეზიდენტი ა. ვუჩიჩი სამართლიანად არ დაესწრო პროტესტის ნიშნად. ასე დავიწყეთ დღეს ბრიუსელში..." - დაწერა სლოვაკეთის პრემიერმა.