უახლოესი მოკავშირეების მხარდაჭერის დაკარგვის ფონზე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი თანამდებობის დატოვებისთვის ემზადება. ინფორმაციას, The Telegraph და The Observer ავრცელებენ. გამოცემების ცნობით, კირ სტარმერმა შესაბამისი გადაწყვეტილება, შესაძლოა, დღეს მიიღოს.

გავრცელებული ცნობით, პრემიერ-მინისტრის პოსტზე ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად დიდი მანჩესტერის მერი ენდი ბერნემი განიხილება. მან გასულ კვირას საპარლამენტო შუალედურ არჩევნებში გაიმარჯვა.

კირ სტარმერის პოზიციები განსაკუთრებით მას შემდეგ შესუსტდა, რაც ლეიბორისტულმა პარტიამ მაისში გამართულ მუნიციპალურ არჩევნებში მარცხი განიცადა.