აშშ-ის და ირანის ოფიციალური პირები მოლაპარაკებების მეორე დღისთვის ემზადებიან, რომლის მიზანიც ქვეყნებს შორის ომის საბოლოოდ დასრულებაა, - ამის შესახებ nbsnews-ი იუწყება.
კატარისა და პაკისტანის შუამავლები მოლაპარაკებებში მიღწეულ "იმედის მომცემ პროგრესს" მიესალმნენ, რადგან ირანი და შეერთებული შტატები, ლიბანში საბრძოლო მოქმედებების მოსაგვარებლად "კოორდინაციის ცენტრის" შექმნაზე შეთანხმდნენ.
აშშ-ის მაღალი რანგის დიპლომატმა განაცხადა, რომ რამდენიმე მიმართულებით პროგრესს მიაღწიეს, მათ შორის, "მექანიზმების" შექმნაზე, რომელიც ენერგომომარაგებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტის შეუფერხებელ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს და სამხრეთ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს დაიცავს.
თუმცა, მედიის ცნობით, აშშ-სა და ირანის, ასევე კატარისა და პაკისტანის ოფიციალურ პირებს შორის მოლაპარაკებების პირველი სრული დღე პრეზიდენტ ტრამპის ხისტმა განცხადებებმა დაჩრდილა, რომელმაც ირანელების მიმართ შეურაცხმყოფელი კომენტარები გაავრცელა.
