ესპანეთის სასამართლომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის მეუღლის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყო. ბეგონია გომესს კორუფციას, სახსრების გაფლანგვასა და ქონების მითვისებას ედავებიან.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას პასპორტი ჩამოერთვა, აეკრძალა ქვეყნიდან გასვლა და დაეკისრა სასამართლოში გამოცხადების ვალდებულება.

გამოძიება ეჭვობს, რომ პრემიერის ცოლი შესაძლოა მიმალვას შეეცადოს, რაშიც მას საკუთარი დაცვის წევრები დაეხმარებიან.

საქმე 2024 წლიდან მიმდინარეობს და არკვევს, გამოიყენა თუ არა მან სტატუსი იმ საუნივერსიტეტო პროგრამისთვის სპონსორების მისაზიდად, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს.